შუახევში მე-6 ფოლკლორული ფესტივალი ,,ჯვარიმინდორი” გაიმართება

5 PhotosUpdated 13 minutes ago

28 აგვისტოს აჭარა-გურიის ალპური ზონის ისტორიულ გზაგასაყარზე, თაგინურის მიმდებარე ტერიტორიაზე მე-6 ფოლკლორული ფესტივალი “ჯვარიმინდორი” გაიმართება. ფოლკლორულ ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ჭვანის ხეობისათვის დამახასიათებელი ტრადიციული ყოფაცხოვრების ნიმუშები და ფოლკლორი. გაიმართება კულტურული და სპორტული ღონისძიებები. ფესტივალი ,,საზოგადიოება ჭვანელი“-ს ინიციატივითა და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით 2012 წელს დაფუძნდა, რომლის მიზანს წარმოადგენს ჩვენი კუთხის კულტურისა და სამთო ტურიზმის პოპულარიზაცია, ტურისტული მარშრუტების მარკირება.

“შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა”

სხვა ვიდეოები