შუახევში აღმოჩენილ წყალს, რომელიც შესაძლოა დიაბეტს კურნავდეს, ლაბორატორიულად შეამოწმებენ

შუახევში სოფელ ბუთურაულში აღმოჩენილი სამკურნალო წყლის სინჯებს უახლოეს დღეებში გადააგზავნიან შესასწავლად.

მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურის უფროსმა როგორც „აიპრესს“ განუცხადა უახლოეს დღეებში მოხდება სინჯების აღება და შესაბამის სპეციალისტებთან გადაგზავნა, რათა კვალიფიციურმა სპეციალისტებმა დადონ ამის შესახებ დასკვნა თუ რას უხდება და რა მნიშვნელობა აქვს მას.

სოფელ ბუთურაულში, ნატბევის ტყეში ადგილობრივებმა რამდენიმე თვის წინ წყარო აღმოაჩინეს, რომელიც მოსახლეობის თქმით სამკურნალოა და დიაბეტს კურნავს. რამდენად დაინტერესდება ინვესტორი ჯერ-ჯერობით უცნობია, მაგრამ აბანოს ასავსებად სოფელში არამარტო ადგილობრივები, არამედ საქართველოს სხვადასხვა კუთხის მოსახლეობა და ტურისტები საათობით, ზოგჯერ კი რამოდენიმე დღე რიგში დგანან.

მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ აბანოზე ავიდა და იქვე განმარტა, რომ სამკურნალო წყლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ინფრასტრუქტურა: – ,,მე დღეს პირველად ამოვედი ნატბევის ტყეში სამკურნალო წყლის სანახავად . მინდა გითხრათ, რომ უახლოეს დღეებში წყარო ლაბორატორიულად შემოწმდება და დაიდება დასკვნა, თუ რა სამკურნალო თვისებები გააჩნია აბანოს. გავაკეთებთ პროექტს ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, რათა სამკურნალო წყალი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს“.
“ipress.ge”

სხვა ვიდეოები