შუახევში აღმოჩენილი წყალი, შესაძლოა, დიაბეტის სამკურნალო იყოს

შუახევში სოფელ ბუთურაულში, რამდენიმე თვეა აღმოჩენილი იქნა წყარო, რომელიც მოსახლეობის თქმით სამკურნალოა და დიაბეტის წამალია. ადგილობრივების თქმით სამკურნალო წყლის ანუ ეგრეთწოდებული აბანოს ასავსებად სოფელში არამარტო საქართველოს სხვადასხვა კუთხის მოსახლეობა არამედ ტურისტებმაც მიაკითხეს, მოსახლეობის თქმით სამკურნალო წყლის ასავსებად მსურველს რამდენიმე საათი უწევს რიგში დგომა.

“აიპრესი” დაინტერესდა აღნიშნული საკითხით და ინფორმაციის დასაზუსტებლად მუნიციპალიტეტის გამგებელს დაუკავშირდა. როგორც ტარიელ ებრალიძე “აიპრესთან” განმარტავს, სამკურნალო წყლის შესახებ მასაც სმენია, ებრალიძის თქმით მართლაც აკითხავს ეგრეთწოდებულ აბანოს ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან მოსახეობა და მართლაც ძალიან დიდი რიგებია მის ასავსებად”, – განაცხადა გამგებელმა.

გამგებელი ტურისტების მიმართვიანობაზეც საუბრობს.

„ჩვენ გადავწყვიტეთ უახლოს ხანში გავაკეთოთ პროექტი, მის კეთილმოწყობაზე, რომ იყოს მისასვლელი გზა იყოს იქ ვე პატარა ფანჩატური სადაც მისულები დაელოდებიან. ასე, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გვაქვს გარკვეული ხედვა ინფრასტრუქტურის მოწყობის თაობაზე რადგანაც სამკურნალო წყალი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს“

გამგებელმა „აიპრესთან“ საუბარში ყურადღება სამკურნალო წყლის მეცნიერულ დონეზე შესწავლაზეც გაამახვილა ტარიელ ებრალიძე ირწმუნება, რომ უახლოეს დღეებში მოხდება სინჯების აღება და შესაბამის სპეციალისტებთან გადაგზავნა: “უახლოეს პერიოდში ჩვენ გადავგზავნით სინჯებს, რომ შესაბამისმა სპეციალისტებმა კვალიფიციურმა სპეციალისტებმა დადონ ამის შესახებ დასკვნა თუ რას უხდება რა მნიშვნელობა აქვს მას”.

“ipress.ge”

სხვა ვიდეოები