შუახევში აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.

აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების იაგო მიქელაძისა და ამირან მამალაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინებით შეამკეს შუახევში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა.

მეხუთე ქვეითი ბრიგადის კაპრალს, ამირან მამალაძეს, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდერი აქვს მინიჭებული. ის ერთადერთი სტუდენტი იყო აჭარიდან. მამალაძე 9 აგვისტოს ომში დაჭრილი თანამებრძოლისა და მეთაურის გამოყვანის დროს დაიღუპა.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები