შუახევში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართება

შუახევში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართება, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების განვითარებასა და კეთილდღეობას, რათა მათ  მოახდინონ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება და იყვნენ აქტიურად ჩართული მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში. ასევე  წარმოადგინონ თავიანთი ხედვა და პროექტები მუნიციპალიტეტისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებების გასანვითარებლად და დააყენონ დღის წესრიგში მათთვის აქტუალური საკითხები.

 ფორუმში მონაწილეობის მიღების მსურველებმა არაუგვიანეს 20 თებერვლისა, უნდა შეავსოს და გამოაგზავნოს რეგისტრაციის ფორმა.

ფორუმში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს.

ფორუმი შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და განათლების, კულტურის სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართება.

სხვა ვიდეოები