შუახევში გამოიდარა

შუახევში გამოიდარა.თოვლის საფარი დაბა შუახევში 5-10 სმ-ია, სოფლებში 15-20 სმ, ხოლო მაღალი ზონის სოფლებში 20-30სმ-ს აღწევს.
ტრანსპორტით გადაადგილება ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში არ შეფერხებულა. ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო, ელექტროენერგია არ მიეწოდება მუნიციპალიტეტის რამოდენიმე სოფელს.მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მუშაობს ყველა საჯარო დაწესებულება, სკოლამდელი დაწესებულებები.
შუახევის მერიის საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

წყარო:”შუახევის მუნიციპალიტეტის მერია”

სხვა ვიდეოები