შუახევში კობალთაში მცხოვრები 12 ოჯახის მდგომარეობას გამგეობაში სპეციალური კომისია სწავლობს

შუახევში კობალთაში მცხოვრები 12 ოჯახის მდგომარეობას გამგეობაში შექმნილი სპეციალური კომისია სწავლობს. ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მუდმივი და დროებითი მცხოვრებლების ვინაობა დგინდება, რის შემდეგაც განსახლების საკითხზე იზრუნებენ.

სავარაუდოდ მათ პროგრამის ფარგლებში,  25-25 ათასი ლარი გადაეცემათ. შეგახსენებთ, სოფელ კობალათაში მისასვლელი გზა რამდენიმე თვის წინ წუმპოს მთიდან წამოსულმა მიწის მასამ ჩაკეტა, ამ ეტაპზე სოფელთან მისასვლელი გზა აღდგენილია, თუმცა უხვი ნალექის დროს შესაძლოა მეწყრული პროცესები კვლავ განმეორდეს. გამგებლის ინფორმაციით, ახალი გზის გაყვანა შეუძლებელია და მოსახლეობას დაზამთრებამდე გაასახლებენ.

წყარო: “აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები