შუახევში მერის ერთი მოადგილის პოსტი ამ დრომდე ვაკანტურია

როგორც მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ”აიპრესთან” აცხადებს, ჯერჯერობით კანდიდატის დასახელებას არ აპირებს და მსგავს საკითხზე ვინმესთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

ფრიდონ ფუტკარაძემ ”აიპრესის” კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მესამე მოადგილე ოპოზიციური პარტიიდან იყოს, არც უარყო და არც დაეთანხმა, მისივე თქმით, ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა მესამე მოადგილე ოპოზიციური პარტიიდან იქნება თუ არა, ეს ჯერ არ იცის.

შეგახსენებთ, მაღალმთიან აჭარაში შუახევის მერს ამ ეტაპზე ყველაზე მეტი მოადგილე ყავს დანიშნული , მან ორი მოადგილე უკვე დაასახელა. ერთი მოადგილე დაასახელა ხულოს მერმა. ქედაში კი მერის მოადგილის სამივე პოზიცია ვაკანტურია.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები