შუახევში მეწყერმა საფრთხე ოთხ საცხოვრებელ სახლს შეუქმნა

შუახევში მეწყერმა საფრთხე ოთხ საცხოვრებელ სახლს შეუქმნა, აქედან ერთი ოჯახის გასახლება გახდა საჭირო.   სოფელ ჭვანაში მეწყერი გვიან ღამით გააქტიურდა, საცხოვრებელ სახლთან ახლოს ჩამოშლილი მიწის მასა ​ოჯახისთვის სახიფათო იყო.  გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის, მეწყერის შედეგად უსაფრთხო ადგილზე მჟავანძეების ოჯახია გადაყვანილი.მიწის მასა ჩამოწვა ცენტრალურ და შიდა სასოფლო გზებზეც. ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით ამ ეტაპზე, შეფერხება სოფელ ბარათაულშიხაბელაშვილებსა და კობალთაში, სადაც ტექნიკა უკვე მუშაობს.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები