შუახევში საცხოვრებელი სახლი იწვის

შუახევში სოფელ გოგინაურში ნუგზარ გოგოიტიძის საცხოვრებელი სახლი იწვის.

როგორც გამგებლის წარმომადგენელი ”აიპრესთან” აცხადებს, ორ სართულიან ხის შენობა-ნაგებობას ხანძარი ცოტა ხნის წინ გაუჩნდა, ჯუმბერ ფუტკარაძის ინფორმაციით ადგილზე ერთი სახანძრო ბრიგადა უკვე მუშაობს, მეორე კი გზაშია. მისივე ინფორმაციით, სახლში ორი წევრი ცხოვრობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.

“ipress.ge”

სხვა ვიდეოები