შუახევში სექტემბრიდან დამატებით 5 ახალი საბავშვო ბაღი და 3 სასკოლო მზაობის ცენტრი იფუნქციონირებს

შუახევის მუნიციპალიტეტში ამ დრომდე 6 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა, თუმცა წელს ხუთი საბავშვო ბაღი კიდევ დაემატება,- ამის შესახებ “აიპრესს” შუახევის ბაღების გაერთიანების დირექტორმა, ნათელა გოგიტიძემ განუცხადა.

ახალი საბავშვო ბაღები მოემსაურება შემდეგ სოფლებს: ჭალა-წყაროთას, ჩანჩხალოს, ფურტიოს, შუბანსა და ხიჭაურს.

მუნიციპალიტეტში ალტერნატიული სააღმზრდელო ცენტრებიც ფუნქციონირებს. გოგიტიძის ინფორმაციით, ალტერნატიული მზაობის ცენტრები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სულ 3 ფუნქციონირებდა, თუმცა სექტემბრიდან კიდევ სამი ცენტრი დაემატება, სადაც აღმზრდელები დილის ცხრა საათიდან პირველ საათამდე რჩებიან.

შუახევის ბაღების გაერთიანების დირექტორის ინფორმაციით, აღმზრდელობითი პროცესი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სექტემბრიდან 11 საბავშვო ბაღი და 6 სასკოლო მზაობის ცენტრი იფუნქციონირებს, სადაც დაახლოებით 400 აღმზრდელი ეყოლებათ.

„დღემდე შუახევის ტერიტორიაზე ექვსი საბავშვო ბაღი და სამი ალტერნატიული ცენტრი გვქონდა თუმცა სექტემბრიდან, 5 ახალი საბავშვო ბაღი და სამი ალტერნატიული ცენტრი დაემატება, საერთო ჯამში კი დაახლოებით 400 აღსაზრდელი გვეყოლება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე“- განაცხადა აიპრესთან ნათელა გოგიტიძემ.

“ipress.ge”

სხვა ვიდეოები