შუახევში “შუამთობა 2017” აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას დაიწყება

აგვისტოს პირველი შაბათი-კვირიდან შუახევში მთიელები, და არა მხოლოდ ისინი, სახალხო დღესასწაულს – ,,შუამთობას” აღნიშნავენ.

ზეიმი ჩვეულებრივ, მთის სამუშაოთა სეზონის შუა პერიოდს ემთხვევა. ეს ტრადიცია უკვე მრავალი წელია გრძელდება და უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს.

მაღლა მდებარე ალპურ ზონაში მოიალაღეები პირუტყვის მოვლა-პატრონობასთან ერთად, წლის სარჩო-საბადებელს – მეცხოველეობის პროდუქტებს ამზადებენ.

დღესასწაულზე მათ ბარად დარჩენილი ოჯახის წევრები და ახლობლები სტუმრობენ, რომლებსაც მასპინძლები ტრადიციული აჭარული კერძებით უმასპინძლდებიან, ბარის და მთის ამბებს ერთმანეთს უყვებიან და საზეიმო ღონისძიებებს ესწრებიან.

“ipress.ge”

სხვა ვიდეოები