შუახევში სოციალურად დაუცველ ოჯახებს საახალწლო ნობათი გადაეცათ

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, საქართველოს პარლამენტში ქედის, შუახევისა და ხულოს დეპუტატთან ანზორ ბოლქვაძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დღეს უჩამბის ადმინისტრაციულ ერთეულში შალვა ბერიძის, არჩილ ბერიძის და ნაზი ჩხიკვაძის სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულეს, მათ დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათის სახით სურსათი და ტკბილეული გადასცეს. ადგილობრივი ხელისუფლებისგან საჩუქარი ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებმა 27-მა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა მიიღო.

წყარო:”ფრიდონ ფუტკარაძე შუახევის მერი / Pridon Putkaradze

სხვა ვიდეოები