შუახევში სოფელ დარჩიძეების ტყეში ხანძარია

შუახევში,შუბნის თემის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დარჩიძეების საყარაულოს ტყეში ხანძარია.
ამ წუთებში ხანძრის კერისკენ ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები,სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და სატყეო სააგენტოს თანამშრომლები მიემართებიან, მობილიზებულია ადგილობრივი მოსახლეობაც.თუ რამდენად მასშტაბურია ხანძარი ჯერ-ჯერობით უცნობია.
ხანძარი სოფელ დარჩიძეებთან 6 კილომეტრშია.მოსახლეობას ამ დროისათვის საფრთხე არ ემუქრება.

“შუახევის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები