შუახევში სოფელ კობალთაში მეწყრული პროცესები განვითარდა

ჭარბი ატმოსფერული ნალექების შედეგად, სოფელ კობალთაში დღეს დილით მეწყერული პროცესები განვითარდა.

 სოფელში ჩამოწოლილმა წუმპოს მთამ ნიაღვარის ჩამოდინება გამოიწვია, რამაც შიდა სასოფლო გზა ჩაკეტა. თუმცა, ადგილობრივებს შესაძლებლობა აქვთ, გადაადგილდნენ საცალფეხო ბილიკით.

შუახევის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

ადგილოზე შუახევის მერის მოადგილე ომარ ტაკიძე და აჭარის საგზაო დეპარტამენტის შუახევის განყოფილების წარმომადგენლები იმყოფებიან.
მობილიზებულია საგზაო დეპარტამენტის ორი ერთეული ტექნიკა. სასოფლო გზის გაწმენდითი სამუშაობი დღის ბოლომდე დასრულდება.

სხვა ვიდეოები