შუახევში სოფელ ტომაშელი 25 ოჯახს წლებია წყლის პრობლემა აწუხებთ

შუახევში სოფელ ტომაშელი 25 ოჯახს წლებია წყლის პრობლემა აწუხებთ. მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით მოსახლეობას წყლის პრობლემა მოუგვარდება.

სოფლისთვის წყალი ,,დათვი ღელედან“ 2კმ 200მ მანძილიდან 25 ოჯახისთვის გამოყავთ. პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 32.000 ლარი გამოიყო.

მიმდინარე სამუშაოებს გამგებელმა ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო.

მიმდინარე წელს ექსპლუატაციაში შევიდა ახალდაბა-ხაბელაშვილების წყალსადენი -12 კმ,( 700 00 ლარი), გორხანაულის წყალსადენი- 2 კმ,(94 860 ლარი), ნიგაზეულის წყალსადენი – 6 კმ, ( 105 000 ლარი),შუბანი-ახიაური- იაკობაურის წყალსადენი 7 კმ, (79 999 ლარი),მახალაკიძეების წყალსადენი- 7 კმ,(195 000 ლარი). მიმდინარეობს ფურტიო- ბუთურაული-ნენიის 29 კმ წყალსადენის მაგისტრალის მშენებლობა, რომლის ღირებულებაა – 4 916 999 ლარი. გამგეობის ინფორმაციით ამ დღეებში გამოცხადდება ტენდერი ნიგაზეული-ჩანჩხალოს წყალსადენის მაგისტრალზე, პროექტის ღირებულებაა 3 896 000 ლარი. სულ 2 წლის განმავლობაში შუახევის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებაზე დაიხარჯა 2 612 600 ლარი, ხოლო 2017 წელს 5 675 000 ლარი.
“ipress.ge”

სხვა ვიდეოები