შუახევში წარმატებული სპორტსმენები და მწვრთნელები დაჯილდოვს

შუახევის მერიაში 2017 წლის საუკეთესო წარმატებული სპორტსმენების და მწვრთნელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.  ფულადი ჯილდოები გადაეცათ მაღალი სპორტული მიღწევების მქონე 13 სპორტსმენებსა და მწვრთნელებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მუნიციპალიტეტის და რეგიონის სპორტის განვითარებაში.

საუკეთსო სპორტსმენები და მწვრთნელები მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი დავითაძემ, მერის მოადგილეებმა ომარ ტაკიძემ და რუსუდან შავაძემ დააჯილდოვეს. ღონისძიება შუახევის მერიის ორგანიზებით გაიმართა.

წყარო:”შუახევის  მუნიციპალიტეტის მერია”

სხვა ვიდეოები