შუახევში წყალსადენის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ფურტიო-ბუთურაული-ნენიის წყალსადენის მაგისტრალზე. ამ დღეებში შემოტანილი იქნა 150 მმ დიამეტრის ლითონის წყლის მილები. მიმდინარეობს მიწის გრუნტის დამუშავება და ლითონის მილების ჩაწყობა-შედუღებითი სამუშაოები სხალთის მიმართულებით. 29 კმ-იანი წყალსადენის პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს. ვლადნეფტპროდუქტის წარმომადგენლობა საქართველოში ახორციელებს. პროექტი სამ წლიანია და მისი ღირებულებაა 4 მლნ. 916. 999 ლარი. მიმდინარე სამუშაოები ხელშეკრულების ვადით 1 ნოემბერს დასრულდება. მაგისტრალის მოყვანა ზღვის დონიდან 1260 მეტრის სიმაღლიდან, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთიდან ხორციელდება და დასრულებული პროექტით შუახევის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის ფურტიოს,ბუთურაულისა და ნენიის მოსახლეობა ისარგებლებს. მშენებარე პროექტი მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ გამგებლის პირველ მოადგილე ავთანდილ დიასამიძესთან და ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღებ კომისიის წევრებთან ერთად დაათვალიერა.

“შუახევის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები