„სიკეთე გადამდებია“ – კომპანია ,,მეტროს“ საქველმოქმედო აქცია

კომპანია ,,მეტროს“ ორგანიზებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ,,ოცნების“ ქალაქში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ათასამდე ოჯახს საჩუქრები გადაეცა.
,, ეს არის საქველმოქმედო აქცია,რომლის ფარგლებშიც სოციალურად დაუცველებს ის ნივთები გადავეცით რომელიც მათთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი დახმარება ძალიან მცირედია, მაგრამ გვინდა ვაგრძნობინოთ ამ ადამიანებს, რომ ისინი მარტონი არ დგანან საკუთარი პრობლემების წინაშე. შევეცადეთ განსაკუთრებით მოვფერებოდით ამ ოჯახებს. კომპანია ,,მეტრო“, მსგავსი ტიპის საქველმოქმედო აქციებით სოციალურად დაუცველებს მომავალშიც დაეხმარება.“ – აცხადებს კომპნია მეტროს წარმომადგენელი, ნინო გოგოძე.
,,სიამოვნებით ჩავრთეთ ამ აქციაში, სასტუმრო ,,ინტურისტები“ ეცდება გვერდით დაუდგეს სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს. ჩვენ ყოველთვის ჩავერთვებით მსგავს აქციაში, ერთმანეთის გვერდით დგომით ვფიქრობთ , გავაკეთებთ კარგ საქმეს“. – აცხადებს სასტუმრო ,,ინტურისტების“ გენერალური მენეჯერი, ირაკლი თავართქილზე.
,,ძალიან დიდი მადლობა კომპანია ,,მეტროს“ და სასტუმრო ინტურისტების ხელმზღვანელობას, ასევე მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მართლაც თანადგომა გამოიჩინა სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად“.
აღასნიშნავია, რომ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა სასტუმრო ,,ინტურისტებმა“, ,,ეიფორიამ“, syi თაურმა“, საავტომობოლო კომპანია ,,მეტრომ“ და სავაჭრო ცენრმა ,,მეტრო ფორუმმა“ მიიღო.

სხვა ვიდეოები