სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ბათუმში-ეროვნული ფონდი სკანდალში ეხვევა

ხმაური იყო გუშინ საღამოს ბათუმში, კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც „ეროვნული ფონდის“ დაჯილდოების ცერემონიალი უნდა გამართულიყო. ერთმანეთს ღონისძიებაში მონაწილე მწერლები და ის მძღოლები დაუპირისპირდნენ, რომლებმაც ხელოვანები ბათუმში ჩაიყვანეს, მათ უკან დაბრუნებაზე კი უარს ამბობდნენ. მძღოლები ამის მიზეზად, საღამოს ორგანიზატორების მხრიდან, გადასახდელ თანხას ასახელებდნენ. როგორც „ნიუპოსტს“ ჟურნალისტმა მედეა ილურიძემ განუცხადა, ბათუმის კულტურის ცენტრის წინ შეკრებილ მწერლებს და მედიის წარმომადგენლებს საღამოს ორგანიზატორები არ შეხვედრიან და ისინი მათ ზარებსაც არ პასუხობდბდნენ. ღონისძიებას „ეროვნული ფონდი“ რამდენიმე თვის განმავლობაში გეგმავდა და ბათუმში საუკეთესო პოეტის გამოვლენას აანონსებდა. არსებული ინფორმაციით, გამარჯვებული პოეტისთვის 3000 ლარი უნდა გადაეცათ, თუმცა ღონისძიება საერთოდ არ შედგა. დედაქალაქიდან ჩაყვანილი სტუმრები კი უკან გვიან ღამით, ღონისძიების ერთ-ერთმა სპონსორმა დააბრუნა. „ეროვნული ფონდისაგან“ მოტყუებული მწერლები და პოეტები არ გამორიცხავენ, რომ ორგანიზაციის მიმართ სამართლებრივი დავა დაიწყონ, რადგან მათ ქმედებებში თაღლითურ ნიშნებს ხედავენ.

“Newposts”

სხვა ვიდეოები