სხეფის მასწავლებლისა და ”ქართული ოცნების” დროშების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

შუახევში მაგისტრი მოსამართლე დავით გელაშვილი დღეს გადაწყვეტს დაეკისრება თუ არა სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებელს მარინე დარჩიძეს 1000 ლარიანი ჯარიმა. პედაგოგის წინააღმდეგ, რომელმაც15 სექტემბერს, პირველკლასელებთან ერთად, მმართველი გუნდის საარჩევნო დროშებით გადაიღო ფოტო და სოციალურ ქსელში ატვირთა,”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ”  შეიტანა სარჩელი.

არასამთავრობო ორგანიზაცია სკოლის მასწავლებელს აკრძალულ ტერიტორიაზე წინასაარჩევნო აგიტაციაში ედავება .

სხეფის სკოლის პედაგოგის ფოტოს დიდი გამოხმაურება მოყვა სოციალურ ქსელში, პედაგოგს სკოლის დისციპლინურმა კომისიამ საყვედური გამოუცხადა.

 წყარო: “აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები