სხეფის სკოლის პედაგოგს საარჩევნო კოდექსის დარღვევა დაუდგინა

აკრძალული აგიტაცია აკრძალულ შენობასა და ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე – ბათუმისა და შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიებმა, დამკვირვებელი ორგანიზაციების მიმართვის საფუძველზე, სხეფისსკოლის პედაგოგსა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელს საარჩევნო კოდექსის დარღვევა დაუდგინა. პირველ შემთხვევაში პედაგოგმა “ქართული ოცნების” დროშებით ხელში პირველკლასელებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, მეორე შემთხვევაში კი სამინისტრომ ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე მმართველი პარტიის წარდგენის ფოტოები განათავსა. ოქმები სასამართლოს გადაეგზავნა, მოსამართლეებმა უნდა გადაწყვიტონ დაჯარიმდებიან თუ არა დამრღვევი პირები.

წყარო: “აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები