სკოლებში სასწავლო პროცესი ხვალ განახლდება

საჯარო სკოლებში სწავლა ხვალ დაიწყება. აჭარის იმ სკოლებში, სადაც რეაბილიტაცია ან სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს სასწავლო პროცესი ალტერნატიულ ფართებში განახლდება. ესენია: ტუნაძეებისჟანივრისცინარეთისა და ფურტიოს საჯარო სკოლები. წელს რეგიონში  5  ათას 383 პირველკლასელია. მათ საჩუქრად  ნეტბუქები გადაეცემათ, წიგნებს კი უფასოდ მიიღებენ. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სახელმძღვანელოების 60%  ახალია, დანარჩენი კი ე.წ – ლი მეორადი წიგნია.  რეგიონის სკოლების ნაწილში ინვენტარი განახლდა, ბიბლიოთეკები, სასწავლო ლაბორატორიები, სპორტული დარბაზები და მოედნები მოწესრიგდა.

რაც შეეხება ბაღებს. სააღმზრდელო პროცესი ბათუმში 18 სექტემბერს განახლდება.  31 საბავშვო ბაღში წელს   7 ათას 510  ბავშვი ირიცხება. 1200 კი სკოლამდელი დაწესებულების მიღმა დარჩა.  მობილობის პროცესი ხვალ დაიწყება.

სწავლა იწყება უმაღლეს სასწავლებლებშიც, გამონაკლისია მხოლოდ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სასწავლო პროცესი 25 სექტემბერს განახლდება. უმაღლეს სასწავლებელში  სარემოტო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც ადმინისტრაციამ სწავლის დაწყების თარიღი შეცვალა.

“აჭარის ტელვიზია”

სხვა ვიდეოები