სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა აიკრძალება

სექტემბრიდან სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა აიკრძალება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განაცხადებით, შეზღუდვა შეეხება ძირითადად შაქრისა და მარილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს. ასევე შაქრიან და გაზიან სასმელებს. პროცესი მონიტორინგით გაკონტროლდება. წესების დარღვევის შემთხვევაში კი მებუფეტესთან ხელშეკრულება შეწყდება.

ამის პარალელურად განათლების სამინისტრო სკოლებში “ვაშლის დარიგების“ კამპანიას იწყებს. პირველ ეტაპზე, ხილი კვირაში ერთხელ თბილისის  იმ  სკოლებში დარიგდება, სადაც  1000-ზე მეტი მოსწავლეა. პროექტის მიზანი ჯანსაღი კვების პოპულარიზაციაა. კიდევ ერთი სიახლე სპორტის მიმართულებით იგეგმება. მიმდინარე წლის სექტემბერში, ათასზე მეტ საჯარო სკოლაში პირველ და მეორე კლასებში ბავშვებს ფეხბურთის შესწავლა უფასოდ შეეძლებათ.

‘აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები