სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ვიდეო ქობულეთის ერთ-ერთ სოფელშია გადაღებული და მასში კარგად სჩანს შეიარაღებული პირი, რომელიც იხსენებს ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდს.

იგი საუბრობს აბაშიძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ჩაცხრილვაზე და ამბობს, რომ ამაში თავად მონაწილეობდა. აქვე ითხოვს, გადაიხედოს ის საქმე, რის გამოც 13 წელი პენიტენციალურ დაწესებულებაში გაატარა.

მამაკაცი ვიდეომიმართვის გავრცელებისთვის საზოგადოებას ბოდიშს უხდის და იქვე დასძენს: „მე ყველაფერი მახსოვს, ვის რა აქვს ნაკეთები ქობულეთის პოლიციაში“. ვიდეო სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა და გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაიწყო.
“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები