სოციალურად დაუცველის სტატუსის აღდგენის მოთხოვნა

ქედაში მცხოვრები გოგიტიძეების ოჯახი  სოციალური დახმარების აღდგენას ითხოვს. სოფელ ბზუბზუშიმცხოვრებ სამწევრიან ოჯახს დახმარება ერთ წელზე მეტია მოუხსნეს. ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო 187 ლარი პენსიაა.

ოჯახის ერთი წევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.  ბოლო შემოწმების შედეგად  გოგიტიძეებმა 100 ათასი ქულა მიიღეს. სოციალურ სააგენტოში ვერ ხსნიან რამ განაპირობა ქულების მატება, თუმცა ამბობენ, რომ ოჯახის მდგომარეობას განმეორებით შეისწავლიან.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები