სოფელ ფაჩხაში მცხოვრებლებმა ბაღში აღსაზრდელები პროტესტის ნიშნად არ გაუშვეს

ხულოში სოფელ ფაჩხაში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივებმა საბავშვო ბაღში აღსაზრდელები პროტესტის ნიშნად არ გაუშვეს, ისინი ამ ფორმით კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ.

ბაღის მშენებლობის პროცესში 15-მდე ადგილობრივი იყო ჩართული. მათი თქმით, ანაზღაურება ივნისის დასაწყისში უნდა მიეღოთ. საუბარია 16 ათას ლარზე.

დღეს ბაღების გაერთიანების წარმომადგენელმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, სასწავლო პროცესის შეწყვეტის მიზეზად უამინდობა დაუსახელა. მოსახლეობა კი ამბობს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

ადგილობრივები ბაღის გახსნას, თანხის მიღებამდე არ აპირებენ.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები