სოფელ გურძაულში ახალი მინი სპორტული მოედანი მოეწო

ხულოში აქტიურად მიმდინარეობს მინი სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი. მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების, ახალი მინი სპორტული მოედანი შეემატა. მოედანი სოფელ გურძაულში „პრიორიტეტული ღონისძიებების“ ფარგლებში მოეწყო. სამუშაოები ტენდერით გამოვლენილმა კომპანიამ შ.პ.ს. „როდამ“ განახორციელა, რისთვისაც ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტიდან 38113 ლარი დაიხარჯა.

წყარო: “ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა”

სხვა ვიდეოები