სოფელ იაკობაძეების სკოლას საფრთხე ემუქრება

ძლიერმა წვიმამ და ქარმა ხულოში, სოფელ იაკობაძეების სკოლის მიმდებარე ტერიტორია ჩახერგა. დაზიანებულია გზის ნაწილი. საფრთხე სასწავლო დაწესებულებასაც ემუქრება. სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა.

მეორე დღეა ჩაოს და ღურტას მოსახლეობა გარესამყაროსაა მოწყვეტილი. გუშინ ღამით მეწყრული პროცესები სოფელ პაქსაძეებშიც განვითარდა, რის გამოც მოსახლეობა ცენტრთან დაკავშირებას ვერ ახერხებს.სტიქიამ წყლის სათავე ნაგებობა დააზიანა. დაბა ხულოს  წყალი არ მიეწოდება.

შეზღუდვებია ელექტრომომარაგებაშიც. შუქი სოფელ დანისპარაულისდიოკნისისა და რიყეთისმოსახლეობას არ მიეწოდება. „ენერგო პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით,  სამუშაოები დაწყებულია და ელექტროენერგიის მიწოდება მალე აღდგება.

წყაეო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები