სოფელ ხუცუბანში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

სოფელ ხუცუბანში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. დღეს სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე სისტემები, ბორდიურები. ეზო დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება. ინფრასტრუქტურული ღონისძიების განსახორციელებლად 987 770 ლარი დაიხარჯება.
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა მრავალწლიანი პროექტია და ეტაპობრივად ხორციელდება. გასულ წელს 9 მრავალბინიან ეზოს ჩაუტარდა რეაბილიტაცია.

წყარო:”ქობულეთის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები