სოფელ კურცხალში ზამთარს წელს ერთადერთი ოჯახი შეხვდება

სოფელ კურცხალში წელს ზამთარს ერთადერთი ოჯახი შეხვდება, მიზეზი მიგრაციაა. სოფელი ხულოს ცენტრიდან 10-12 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, კურცხალში საბაზო სკოლაც ფუნქციონირებდა თუმცა წელს სექტემბრიდან მოსწავლის არარსებობის გამო სკოლამ ფუნქციონირება შეწყვიტა. სოფელში არც სამედიციო პუნქტი, არც სასურსათე მაღაზია და არც მუნიციპალური ტრანსპორტი არ არსებობს. კურცხალთან უახლოესი სოფელი დაახლოებით 2 კილომეტრში მდებარეობს.

მიგრაციის გამო ბოლო წლების განმავლობაში სამი ოჯახი ცხოვრობდა, თუმცა აქედან ორს რამდენიმე თვის წინ სოფელ ვაშლოვანის სოციალურ ბინებში საცხოვფრებელი ფართი უსასყიდლოთ გადაეცათ.

მიუხედავად იმისა, რომ შოთა შავაძის ოჯახს გეოლოგიური დასკვნაც გააჩნია, რის საფიძველძეც იქ ცხოვრება საფრთხის შემცველია, ვაშლოვანის სოციალურ ბინებში საცხოვრებელი ფართი არ მოუწიათ.

მუნიციპალიტეტის გამგეობაში „აიპრესს“ განუმარტეს, რომ ოჯახი ვერ აკმაყოფილებდა იმ კრირერიუმებს რის საფუძველზეც ვაშლოვანში საცხოვრებელი ფართი გადაეცმოდა. მათივე თქმით აღნიშნულ ოჯახს მიწის ნაკვეთი აქვს გსხვისებული.

როგორც ადგილობრივები „აიპრესთან“ ყვებიან სოფელში ზამთრი დაახლოებით 5 თვე გრძელდება და თოვლის საფარი მეტრა ნახევარს აღწევს, მათივე თქმით რთული რელიეფის გამო ზამთრის პერიოდში გზა თითქმის არასდროს იწმინდება, შესაბამისად ზამთარის პერიოდში ვერცერთი სახის ტრანსპორტი ვერ მიდის.

ხულოს გამგეობაში “აიპრესთან” განაცხადეს, რომ მიუხედავად იმისა ოჯახს გეოლოგიური დასკვნა გააჩნდა, მათ აღმოაჩნდათ ალტერნატიული მიწის ნაკვეთი, რომელიც გაასხვისეს, გამგეობის განმარტებით სწორედ ესაა მიზეზი რის გამოც ოჯახს არ მოუწიათ ვაშლოვანის სოციალურ ბინებში საცხოვრებელი ფართი. არნიშნული ოჯახი ამ ეტაპზე სხვა მსგავს პროგრამაში არ არის ჩართული. გამგეობის ინფორმაციით სოფელ კურცხალთან იგივე მიდგომა იქნება რაც ჩვეულებრივ სხვა სოფლებში. მათივე თქმით მუნიციპალიტეტი ზამთრისთვის ემზადება , ამ ეტაპზე საგზაო დებარტამენტის 16 ერთეული და გამგეობის ერთი ერთეული ტექნიკა მობილიზებულია.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები