სოფელ ლეღვაში ავარიის დროს მოქალაქეები დაშავდნენ

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქობულეთში სოფელ ლეღვაში. ერთმანეთს ორი ავტომობილი დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადის ექიმების განცხადებით დაშავებულია სამი მოქალაქე. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ სადაც გამოკვლევები ჩაუტარდებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები