სოფელ ლეღვაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხანძარი იყო ქობულეთში სოფელ ლეღვაში. დამწვარია ჯინჭარაძეების საცხოვრებელი სახლი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობდნენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია. რა სახის დახმარებას გაუწევენ ჯინჭარაძეების 5 წევრიან ოჯახს, მოგვიანებით გახდება ცნობილი. ქობულეთის გამგეობის წარმომადგენლები არსებულ ვითარებას ადგილზე შეისწავლიან.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები