სოფელ მეკეიძეებისა და საციხურის საბავშვო ბაღის ეზოებში ატრაქციონები მოეწყო

ხულოს მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციის, მათი კეთილმოწყობის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები ხორციელდება. უკვე დასრულებულია მეკეიძეებისა და საციხურის საბავშვო ბაღების ეზოებში ატრაქციონების მოწყობის სამუშაოები. სამუშაოები ტენდერით გამოვლენილმა კომპანიამ შ.პ.ს. “მშენებელი-5-მა” განახორციელა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 40592 ლარი დაიხარჯა.

წყარო:”ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა”

სხვა ვიდეოები