სოფელ ქობულეთში გზაზე ჩამოწოლილ მიწის მასაში მსუბუქი ავტომობილი მოჰყვა, საიდანაც მაშველებმა ოთხი მოქალაქე ამოიყვანეს

სოფელ ქობულეთში გზაზე ჩამოწოლილ მიწის მასაში  მსუბუქი ავტომობილი მოჰყვა, საიდანაც მაშველებმა ოთხი მოქალაქე ამოიყვანეს, მათ შორის იყო ორი მცირეწლოვანი. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ისინი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს

სოფელ სამებაში გარე სამყაროს რამდენიმე ოჯახი მოწყდა.

აჭარის საგანგებო სიტუაციათა სააგენტოს სამსახურის უფროსის მოადგილე  მამუკა თურმანიძის თქმით,  მეწყერის ზონიდან ორი ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო. „სამაშველო სამსახურში, დაახლოებით 60-ზე შეტყობინებაა შემოსული. სამაშველოს ის მოქალაქეები უკავშირდებოდა, რომელთა საცხოვრებელ სახლთან ძალიან ახლოს იყო მეწყერი ჩამოწოლილი. ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების სააგენტოს რამდენიმე ეკიპაჟი და  დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა.

წყარო: “აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები