სოფელ რიყეთში საკანალიზაციო ქსელის მოწყობა მიმდინარეობს

„პრიორიტეტული ღონისძიებების“ ფარგლებში სოფელ რიყეთში საკანალიზაციო ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უკვე მოწყობილია გოფრირებული მილები და საკანალიზაციო ჭები და იწყება სეპტიკის არმირების სამუშაოები. სამუშაოებს, რომლისთვისაც ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 114400 ლარი გამოიყო, ტენდერით გამოვლენილი კომპანია შ.პ.ს. „იაკობი“ ახორციელებს. სამუშაოები ტექნიკური ზედამხედველობის ჯგუფის წევრმა ედნარ ბოლქვაძემ დაათვალიერა.

წყარო:”ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა”

სხვა ვიდეოები