სოფელ თხილვანადან 30 ოჯახის განსახლება უახლოეს პერიოდში მოხდება

აჭარის მთავრობის თვმჯდომარემ ჟურნალისტებთნ საუბრისას ხულოში სოფელ თხილვანის საკითხსაც შეხო, ზურაბ პატარაძის თqმით 30 ოჯხის განსახლება უახლოეს პერიოდში მოხდება, რისთვისაც კონპენსაციები, თანხები უკვე მობილიზებულია.

“თხილვანასთნ დაკავშირებით, ჩვენი მთავრობა ინტენსიურად მუშაობს. ამ თემასთან დაკავშირებით უკვე ოცდაათამდე ოჯახის განსახლება უახლოეს პერიოდში მოხდება,

კომპენსაციების თანხები უკვე მობილიზებულია შესაბამისად ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო სრულად ჩართული არის და ვფიქრობ ეს პროცესი ფაქტიურად უკვე დასრულებული არის და შემდგომშიც ვაგრძელებთ მუშაობას დანარჩენ ლოკაციებთან, სხვა სოფლებთნ თუ სად რომელ სოფელში, კონკრეტულად რა არის გასაკეთებელი“- განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
“ipress.ge

სხვა ვიდეოები