სოფელ თხილვანაში თოვლის გამო მოსახლეობამ სასოფლო სამეურნეო მოსავლის აღება ვერ მოასწრო

ხულოოს მუნიციპალიტეტში, სოფელ თხილვანაში სამი დღის წინ გათოვდა. მოსახლეობამ მოსავალის აღება ვერ მოასწრო. ინფორმაცია “აიპრესს” ფოტოებთან ერთად სოფლის მკვიდრმა თეიმურაზ ქამადაძემ მიაწოდა.

როგორც სოფლის მკვიდრი ჰყვება, ადგილობრივებმა შეშის მოტანა მოასწრეს, თუმცა სასოფლო სამეურნეო მოსავლის აღება ვერა. მისი თქმით, სოფელში ძირითადად კარტოფილი და სიმინდი მოჰყავთ.

” სამი დღის წინ გათოვდა , სოფელში მოსავლის აღება ვერ მოვასწარით, აქ ძირითადად კარტოფილი და სიმინდი მოგვყავს. შეშით მომარაგება კი მოვასწარით”, -განაცხადა “აიპრესთან” სოფელ თხილვანის მკვიდრმა თეიმურაზ ქამადაძემ.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები