სოფელ უჩხოში საბავშვო ბაღისა და სასოფლო კლუბის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

„პრიორიტეტული ღონისძიებების“ ფარგლებში სოფელ უჩხოში საბავშვო ბაღისა და სასოფლო კლუბის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე დასრულებულია შენობის შიდა და გარე ფასადის მოწყობა და მიმდინარეობს ეზოს მოპირკეთების სამუშაოები. რამდენიმე დღეში უკვე ატრაქციონების მოწყობა დაიწყება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 107577 ლარს. სამუშაოებს ტენდერით გამოვლენილი კომპანია შ.პ.ს. „ლაპოტი 2012“ ახორციელებს. ამ დროისათვის სამუშაოებზე 5 ადგილობრივია დასაქმებული.
მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხულოს მერობის გამარჯვებულმა კანდიდატმა გოჩა მელაძემ და გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა ბოლქვაძემ დაათვალიერეს.

წყარო:”ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა”

სხვა ვიდეოები