სოფელ წონიარისში 13 ოჯახთან მისასვლელი საავტომობილო გზა დილიდან იწმინდება

სოფელ წონიარისში 13 ოჯახთან მისასვლელი საავტომობილო გზა დილიდან იწმინდება.

8 დეკემბერს, თემურ ბარამიძის საცხოვრებელთან განვითარებულმა მეწყერმა შიდა სასოფლო გზა გადაკეტა. გეოლოგიური შესწავლის შემდეგ, გაწმენდითი სამუშაოები ამ დროისთვის ნებადართულია და მას საგზაო დეპარტამენტის ქედის წარმომადგენლობა ახორციელებს.

აღნიშნული ოჯახები საავტომობილო გზით, სავარაუდოდ ხვალიდან ისარგებლებენ.

წყარო:”ქედის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები