სოფელ ყინჩაურის მოსახლეობა პროტესტის ნიშნად ახალ წელს შესაძლოა ღია ცის ქვეშ შეხვდეს

ხულოში მცხოვრები სოფელ ყინჩაურის მოსახლეობა შესაძლოა ახალ წელს ღია ცის ქვეშ შეხვდეს, თუმცა ამის მიზეზი არა საახალწლო განწყობა არამედ საპროტესტო აქციაა, ამასთან დაკავშირებით სოფლის მოსახლეობა თავად დაუკავშირდა ”აიპრესს”, სოფლის მკვიდრი ილია ირემაძე აცხადებს, რომ “შუახევ ჰესის” მშენებლობამ სოფელს ზიანი მიაყენა.

მისივე განცხადებით, ჰესის მშენებლობის შემდეგ სოფელში დაშრა სასმელი წყალი, დაიბზარა საცხოვრებელი სახლები და იკლო მოსავალმა. სოფელს გეოლოგიური დასკვნაც გააჩნიათ, რის საფუძველზეც სოფელ ყინჩაურში ცხოვრება საფრთხის შემცველია. ილია ირემაძის განცხადებით, სოფელში სადრენაჟო სისიტემის და სანიაღვრე არხების მოწყობა ჯერ კიდევ აპრილის თვეში უნდა დაწყებულიყო, თუმცა ა მდრომდე სოფელში არაფერი გაკეთებულა.

” როდესაც წვიმს, მოსახლეობას ვერ გვძინავს, მუდამ შიშის ქვეშ ვართ. გვეშინია სოფელში მეწყრული პროცესები არ განვითარდეს. ჰესის მშენებლობის შემდეგ სოფელში დაშრა წყლები, დაიბზარა სახლები და იკლო მოსავალმა. ჩვენ გეოფიზიკური დასკვნაც გაგავაჩნია, რის საფუძველზეც სოფელი საფრთხის ქვეშაა და აქ ცხოვრება საფრთხის შემცველია, ჩვენ მოსახლეობა მოვითხოვთ ელემენტარულ უსაფრთხოების გარანტიას. გვითხრეს, რომ ნაპირსამაგრი სამუშაოები და სადრენაჟო სისტემების მოწყობა ჯერ კიდევ აპრილის თვეში დაიწყებოდა, თუმცა ამ დრომდე არაფერი გაკეთებულა. სწორედ ამიტომ ჩვენ გავმართავთ საპროტესტო აქციებს, ახალ წელსაც ღია ცის ქვეშ შევხვდებით, და სანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება, მანამდე არ დავიშლებით” განაცხადა ”აიპრესთან” სოფელ ყინჩაურის მაცხოვრებელმა ილია ირემაძემ.

როგირც ხულოს მუნიციპალიტეგის მერიაში ”აიპრესს” განუცხადეს, საკითხთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ. საზოგადოებასთან სამსახურის უფროსის თორნიკე მიქელაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მერი გოჩა მელაძე უკვე მიემართება სოფელ ყინჩაურშ და საკითხში გარკვევის შემდეგ გააკეთებს ოფიციალურად კომენტარს.

“ipress.ge”

სხვა ვიდეოები