სოფელ ზედა ჯოჭოში კაპიტალური ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. სოფელ ზედა ჯოჭოში კაპიტალური ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელზეც ადგილობრივებია დასაქმებული. პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 39 777 ლარია გამოყოფილი. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ M M T” აწარმოებს. ახალი ხიდის მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის 5 დეკემბერს არის დაგეგმილი.
პარალელურ რეჟიმში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სხვა ადმინიტრაციულ ერთეულებშიც.

წყარო:”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები