სოფელ ზუნდაგაში გარდამავალი პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს

ლევან გორგილაძემ პირველივე სამუშაო დღეს, უფლებამოსილების შესრულებას აქტიურად შეუდგა.
სოფელ ზუნდაგაში გარდამავალი პროექტის მშენებლობა დავით დუმბაძესთან ერთად მოინახულა. შენობა, რომელსაც ახლა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები უტარდება მრავალფუნქციური დანიშნულებისაა. შენობაში საბავშვო ბაღი, კულტურის სახლი, სამედიცინო პუნქტი და თემის ადმინისტრაციული ოფისის განთავსდება. დღეს, ასევე მოინახულეს დაბა ქედაში, უსახლ-კარო ოჯახებისთვის განკუთვნილი სოციალური სახლის მშენებლობა. ლევან გორგილაძემ ძირითად პრიორიტეტად ინფრასტრუქურული პროექტები დაასახელა.

წყარო:”ქედის მუნიციპალიტეტი”

 

სხვა ვიდეოები