სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავთანდილ მესხიძე უხელძღვანელებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ესტუმრა და სამინისტროს თანამშრომლებს ახლად დანიშნული მინისტრი ავთანდილ მესხიძე წარუდგინა. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, ავთანდილ მესხიძე უცხო კადრი არ არის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის, მას წლებია სამინისტროში საპასუხისმგებლო თანამდებობა უკავია და კარგად იცნობს როგორც სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ გამოწვევებს, ისე მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს. ზურაბ პატარაძემ წარდგენისას ხაზი გაუსვა ავთანდილ მესხიძის გამოცდილებასა და პროფესიონალიზმს და წარმატეტები უსურვა მას მინისტრის პოსტზე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დიდი მადლობა გადაუხადა სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებიც რეგიონისათვის უმნიშვნელოვანეს დარგს ემსახურებიან.
ავთანდილ მესხიძე განათლებით აგრონომია. დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი. ასევე, მოსკოვის კ. ა.ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო – სამეურნეო აკადემია. არის ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი), უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. წლებია მოღვაწეობს სოფლის მეურნეობის მიმართულებით. 2013 წლიდან დღემდე – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და კონსერვაციის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ – თანამშრომელი. ავთანდილ მესხიძე 2012 წლის ნოემბრიდან 2017 წლის სექტემბრამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
 “ზურაბ პატარაძე”

სხვა ვიდეოები