სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სპეცრაზმელი გარდაიცვალა

თბილისში, ბერი სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციისას დაჭრილი სპეცრაზმელი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა.

“პაციენტის ზოგადი მდგომარეობა შემოსვლის მომენტში და მკურნალობის პერიოდში კრიტიკული, უკიდურესად მძიმე იყო. გამოხატული იყო ქალა ტვინის მძიმე ტრავმა. სამწუხაროდ, პაციენტი გარდაიცვალა”, – აღნიშნა ექიმმა.

ცნობისთვის, გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაცია უკვე თითქმის 20 საათია, რაც მიმდინარეობს. დაახლოებით 2 საათის წინ სუსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 1 პირი დააკავეს.

წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და ტერორისტული ორგანიზაციის წევრები არიან.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები