სპეცოპერაციის გამო თბილისის N97 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია

სპეცოპერაციის გამო  ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე თბილისის N97 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, სკოლაში გაცდენილი საათებს შაბათს აანაზღაურებენ.

შეგახსენებთ, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ატარებს. პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

სპეცოპერაციის ადგილზე სროლისა და აფეთქებების შედეგად ცეცხლი გაჩნდა.

ამ დროისთვის ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ისევ მიმდინარეობს.

წყარო:”etaloni.ge”

სხვა ვიდეოები