სტამბოლის ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტის დელეგაცია ბათუმში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს
სტამბოლის ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია. შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პროფესორ ილია ნაკაშიძის ორგანიზებით შედგა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განსაზღვრეს და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ. ღონისძიებას ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში, აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ერთმანეთისთვის” ხელმძღვანელი სოფო ბაკურიძე ესწრებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: სტუდენტების გაცვლით პროგრამებში ჩართვას, აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის ვიზიტებს, საგრანტო პროექტების მოძიებას, ერთობლივი ლექციების, სიმპოზიუმების, კონფერენციების, ტრენინგების დაგეგმვასა და განხორციელებას.

 წყარო:”აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო”

სხვა ვიდეოები