სტიქიის შედეგად დაზიანებული ტერიტორიების აღდგენითი სამუშაოები

გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის შედეგად დაზიანებული ტერიტორიების სარეაბილიტაციო-აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები ერთდროულად გონიო-კვარიათის ტერიტორიის რამდენიმე მონაკვეთზე სრულდება. დაგეგმილია წყალგამტარი არხების, ხიდბოგირებისა და დამცავი კედლების მოწყობა, რაც სამომავლოდ, უხვი ნალექის მოსვლის შემთხვევაში, უზრუნველყოფს ეფექტურ წყალგამტარუნარიანობასა და წარმოადგენს დატბორვისგან თავდაცვის საშუალებას. აღნიშნული პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანი დატვირთვის მქონეა გონიო-კვარიათის ადმინისტრაციული ერთულის მოსახლეობისათვისა და მისი ტურისტული პოტენციალის გაზრდისათვის.

წყარო: “ბათუმის მერია”

სხვა ვიდეოები