“სუფთა ქალაქი”

შპს ,,სანდასუფთავების“ მიერ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ქუჩების მორწყვის სამუშაოები. დასუფთავების სამსახურის მობილური ჯგუფები სამუშაოებს დილის 05:00 საათიდან გვიან ღამემდე ახორციელებენ. რაც შეეხება სანაპირო ზოლის დასუფთავებას, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით დღეში 2-ჯერ ხორციელდება, საჭიროების შემთხვევაში კი დასუფთავების სამსახურის მობილური ჯგუფები დამატებით სამუშაოებს განახორციელებენ. ასევე, რეგულარულად მიმდინარეობს სანაგვე ურნებიდან ნაგვის გატანის სამუშაობი, რაც 24 საათის განმავლობაში, გრაფიკის შესაბამისად, 4-ჯერ ხორციელდება.
ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას ნუ გადაყრიან სანაგვე ურნებში სამშენებლო ნარჩენებსა და ცეცხლმოკიდებულ ნივთებს.
“ბათუმის მერია”

სხვა ვიდეოები