სუფთაა თუ არა ზღვის წყალი აჭარის აკვატორიაში?

სუფთაა თუ არა ზღვის წყალი აჭარის აკვატორიაში? ეს ცნობილი ორშაბათს გახდება. დღეს სპეციალისტებმა სარფიდან ჩოლოქამდე პერიმეტრზე 64 სინჯი აიღეს. ზღვის წყლის მიკრობიოლოგიურ მაჩვენებელზე კვლევა 6-7 კომპონენტს მოიცავს.

რაც შეეხება ამ დროისთვის არსებულ მდგომარეობას, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის კვლევით ცენტრში აცხადებენ, 28 ივნისს ჩატარებული კვლევის თანახმად, აჭარის აკვატორიაში ზღვის წყლის ხარისხი დამაკმაყოფილებელია. მათი ინფორმაციით წყალი განსაკუთრებით სუფთა გონიო-სარფი-კვარიათის სანაპიროზეა.
ზღვის წლის ხარისხის შესამოწმებლად მორიგი მონიტორინგი 10 დღეში ჩატარდება.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები